|
2019-03-26 13:33:23, 1679 ნახვა
კომენტარი
კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისოფო კილაძის განცხადებით, სექსობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობის და ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში იქნება დასაშვები. როგორც კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხებზე. დეპუტატის თქმით, ტყუილია, თითქოს კოდექსით "გარყვნილებას აკანონებენ". აღსანიშნავია, რომ სხდომას მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ესწრებიან. "ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ასევე ეკლესიის ნაწილისთვის ძალიან არასწორად მოხდა მიწოდება ამ კოდექსის ძირითადი იდეის. თითქოს ჩვენ ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, თითქოს ჩვენ ჩვენს ხალხს სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას, ვაკანონებდეთ და შემოგვქონდეს რაღაცა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაზარებდეთ ჩვენს ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენასა და ტრადიციებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა "სამშობლო" და ის, რომ ჩვენ, ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობაში ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილი დასაშვები იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლის თანხმობით", - განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)