19:17 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 12:32:08, 1493 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: შსს-ს ინიციატივას, რომლითაც ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, პარლამენტში მაღალი მხარდაჭერა ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის თანახმად ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, პარლამენტში მაღალი მხარდაჭერა ექნება.

მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც კრიმინალისგან არასრულწლოვნების დაცვას ისახავს მიზნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური მიდგომის დასტურია.

„ის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად იყვნენ კანონმდებლობით დაცულნი, კრიმინალური სუბკულტურისგან, ეს არის სწორი და დროული ნაბიჯი. ამ გადაწყვეტილებასაც ვფიქრობ მაღალი მხარდაჭერა ექნება პარლამენტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოწვევებთან მიმართებით აქვს სწორი გეგმა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics