16:30 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:31:21, 614 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია მიმდინარე წლის სექტემბრამდე გამოვლინდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდება. 

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ქავთარაძემ პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე 12 კომპანიიდან ე.წ. „მოკლე სიაში“  შვიდი კომპანია შეირჩა.

„სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ მათ მიმდინარე წლის 16 აპრილს წარმოადგინონ  დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე  კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები  რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა“, - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

მან ჟურნალისტებს იმ კომპანიების დასახელებები გააცნო, რომლებიც  „მოკლე სიაში“ შევიდნენ. ეს კომპანიებია: BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE); MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM); JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG); ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM); AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM); CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics