2015-06-22 16:58:56, 385 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცვლილებებს წარადგენს.
ბიუჯეტი 44 მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება და ის 912 მეტი მილიონი ლარით განისაზღვრება.
აქედან 14 მილიონი ლარი გამოიყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 13 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, 18 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
როგორც ცნობილია, საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
საკრებულოს ოპოზიციის მთავარი შენიშნვნა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის სახით მიღებულ 18 მიონ ლარს ეხება, რომელიც ინფრასტრუქტურული პროქტებსითვის არის განკუთვნილი.
საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, თბილისის მერია სტიქიით მანიპულირებას ცდილობს.
მათი თქმით, საქმე რეალურად კორუფციას ეხება.
როგორც კომისიის სხდომის დაწყების წინ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ 18 მილიონ ლარში სტიქიის შედეგებისთვის სალიკვიდაციო თანხებია გათვალისწინებული.
„ტყულია, რომ ამ 18 მილიონ ლარში არ არის გათვალისწინებული ის პრობლემები, რომელიც სტიქიის შედეგად აღდგენას საჭიროებს. მაგალითად, ვაკე-საბურთალოზე ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებით. სტიქიამ ასევე დააზარალა არამარტო ვაკე- საბურთალოს რაიონი, არამედ მთაწმინდა- ჩუღურეთის რაიონი. შესაბამისად ეს თანხები ამ კუთხითაც იქნება მიმართული“,-განაცხადა ჯაბა სამუშაიმ.
ამასთან, ლევან თევზაიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსგან და მთავრობისგან წინასწარი თანხმობა არსებობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან