02:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 15:29:12, 387 ნახვა

პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ყველა ფრაქცია მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას ტაშის გრიალით შეხვდა

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის“ თავჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტში „მთავრობის შესახებ“ კანონპროექტი შემოვა, რომელიც მთის მინისტრის აპარატის შექმნის საკითხს გაითვალისწინებს.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მთის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.

როგორც დეპუტატი ირწმუნება, მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს.

ამასთან, ჟორჟოლიანის მტკიცებით, ახალი უწყების შექმნა დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს.

„მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინიციატივას, მაღალმთიანი რეგიონების განვითრების სფეროში სახელმწიფო მინისტრის პოსტისა და მისი აპარატის შექმნის თაობაზე, აბსოლუტური უმრავლესობა შეუერთდა. ყველა ფრაქცია ტაშის გრიალით შეეგება ამ წინადადებას. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა მათ შორის საარჩევნო ოლქების ცვლილებებს, რომლებიც ასუსტებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთკავშირს. სამწუხაროდ, ყველას კარგად მოეხსენება მუნიციპალიტეტების რესურსები და კომპეტენცია შეზღუდულია და სწორედ ამიტომ, ჩვენ, ვიღებთ კანონს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების როლი მაღალმთიან რეგიონებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის გამოკვეთილია. გაუგებრობა რომ არ იყოს საზოგადოებისათვის.... აქ არანაირი დამატებითი ხარჯები და ისტერიკა იმისა, რომ ყველაფერი უნდა შევამციროთ, და არაფერი არ დავხარჯოთ, მერე როგორ უნდა განვავითაროთ, თუ არ დავხარჯავთ.. მთის შესახებ პროექტით გათვალისწინებულია სერიოზული პროგრამები, რომლებიც ძალიან დიდ ხარებს მოითხოვს ... ის, კი არის შიდა რესურსების საფუძველზე, სხვადასხვა უწყებების შიგნით, გამოთავისუფლება ამ რესურსებისა და ერთიანი კოორდინირება. ამიტომ, ეს მთავრობის შესახებ კანონში განსახილველი საკითხია და მერწმუნეთ, ასეთი კანონპროექტი პარლამენტში შემოვა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics