02:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 17:16:39, 1543 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შალვა შავგულიძე დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას

„ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი შალვა შავგულიძე, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იქნება, დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას.

„გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე - საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics