|
2019-03-21 19:37:48, 1983 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი მაკდონალდმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობის მიმართულებით. ბანკის დაფინანსებით ხორციელდება ქვეშეთი-კობის 22.7 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია ADB-ს მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების პარტნიორობის სექტორებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმა, რომლის მიმართ აზიის განვითარების ბანკმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)