02:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 17:33:14, 1531 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება

"ძალიან რთული იქნება ვადებში კონსორციუმის მიერ პირობების დაკმაყოფილება", - ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის და უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ანაკლიის პროექტის ვადებში განხორციელებას ეხებოდა.

მინისტრის თქმით, კონსორციუმმა გადავადება გასული წლის ბოლოს, 6 თვით მოითხოვა. 

"როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოვიდა 2018 წლის ბოლოს ჩვენთან და გვთხოვა გადავადება, ეს თხოვნა არ ეხებოდა ერთ წლიან ან ორ წლიან გადავადებას. ისინი ითხოვდნენ, სწორედ ექვსთვიან გადავადებას. მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის მოთხოვნებზე გვექნებოდა საუბარი ბანკებთან, ჩვენ ჯერ ამის თაობაზე არ გვქონდა ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ 2018 წლის 21 დეკემბერს და მაშინ ვნახეთ ყველა ის პირობა, რომელიც იყო და 2018 წლის 31 დეკემბერს, პრაქტიკულად ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი გადავადების შეთანხმებას, მაგრამ კონსორციუმმა ამის თაობაზე უკვე იცოდა და მათ ჰქონდათ გაცხადებული რომ ექვსი თვე ეს იქნებოდა მაქსიმალური ვადა იმისთვის, რომ მათ მოესწროთ ყველა ის ფინანსური დახურვა, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვა, ასევე სესხების მოზიდვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ჩვენ დღესვე ვიყოთ თანახმა, ბანკებს აქვთ საკმაოდ გრძელი პროცედურები გადაწყვეტილების მიღებისთვის, ჯერ კიდევ საკუთარი სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობები აქვთ მისაღები და პროცესში ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ყველას, რომ ამ ვადაში პროცესი მივიღოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics