|
2019-03-21 14:34:54, 1726 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია. „შემოსავლების სამსახური არ არის დაინტერესებული ბიზნესი შეამოწმოს იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი დაჯარიმება ან სხვა ღონისძიებების გამოყენება. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ რისკებზე დაფუძნებული მიდგომები, მოგვცემს პრევენციის საშუალებას და კერძო სექტორი შეძლებს კანონის ფარგლებში აწარმოოს სწორი საბუღალტრო საქმიანობა და ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ. მისი თქმით, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას და მათთვის გადასახადების გადახდის მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. როგორც მან განმარტა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებელთან და ყოველ წელს ახორციელებს როგორც შემეცნებით, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს. შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის ოფოციალური ვებგვერდის განახლების გეგმებზეც ისაუბრა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ წრეებთან, ორმხრივი ინფორმაციის დროული გაცვლის შესაძლებლობა გვქონდეს. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ ინტერნეტ-საიტია. ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალში ის გაცილებით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იყოს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის“ ,- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილიც ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სამუშაო შეხვედრას ათი კომპანიის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)