|
2019-03-20 21:32:29, 1732 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე - მომავალ 5 წელში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ იაპონიაში ექსპორტი ათჯერ გავზარდოთ
მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იაპონიაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან აქტიური ნაბიჯებით მიმდინარეობს. „იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩვენი ღვინისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენა გავხსენით, სადაც გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგიები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ტექნოლოგიურ ლიდერ კომპანია Sony-ს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიღოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იაპონიიდან, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან. ამასთან ერთად, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან, NEXI-სთან, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იაპონია ითვლება ასევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად სკოლამდელ განათლებაში და საქართველოსთვის ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. „ჩვენი დიდი ეროვნული იდეის პირველი საფეხური -სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, იაპონური გამოცდილება როგორც სკოლამდელი ასაკის განათლებაში, ასევე პროფესიულ განათლებაში დაგვეხმარება, რომ ეს ისტორიული რეფორმა იყოს წარმატებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)