02:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 21:25:38, 1627 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ენმ-ს: მიღება-ჩაბარება მაინც გაგეფორმებინათ, როცა რუსეთის წინააღმდეგ ოქროს მტკიცებულება სხვა ქვეყანას გაატანეთ

„ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ რუსეთისათვის ცინიკურ არგუმენტებზე გვეპასუხა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პირობებში აგვისტოს ომთან დაკავშირებული გარკვეული მტკიცებულებები დაიკარგა.

„ისკანდერი" ჩამოვარდა გორში? ეს ხომ ფოტოშოპია", − ამ ტიპის არგუმენტებს ვისმენდით წლების განმავლობაში. შემდეგ მოვიდა დრო და ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ ამგვარი მტკიცებულებების გასაბათილებლად. ჩვენ მიერ სტრასბურგისათვის წარდგენილ 700 მტკიცებულებას შორის არის მატერიალური მტკიცებულება, სწორედ ის „ისკანდერი", რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც გადაეცით მათ, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. მესმის, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაგრამ კითხვები არის, როდესაც „ისკანდერს", ოქროს მტკიცებულებას, ატან სხვა ქვეყანას ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ფორმდება ამასთან დაკავშირებით... ჩვენ მივაგენით ამ „ისკანდერს", იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც ის გადაეცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამან საშუალება მოგვცა, გაგვებათილებინა სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი" ფოტოშოპია".

არ დამხვდა ბევრი მტკიცებულება., მაგალითად, იმის, რომ ქართული ჯარები 11 აგვისტოს უკვე იდგნენ თბილისთან. უფრო მეტიც, თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან. ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში. რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ",  − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics