02:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 20:58:45, 1487 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ  სესილია მალმსტრომის ვიზიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სესილია მალმსტრომი და მისი გუნდი აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.

„ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ქართული კომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ჩემი სურვილია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მცირე და საშუალო ბიზნესი მონაწილეობდეს ამ საექსპორტო ოპერაციებში. შესაბამისად, ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ერთობლივი მექანიზმი, თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის მთავარი ბიზნეს მოდელი იქნება ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ახალი ფინანსური მექანიზმი, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება.

„მე ვგულისხმობ საკრედიტო საგარანტიო სქემას და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს, რომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, აუცილებლად მიიღოს ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ და შევძლოთ, უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ 700 კომპანიას, ყველა მის თანამშრომელს, რომელიც ახორციელებენ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვნახოთ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics