|
2019-03-20 18:01:58, 1761 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიებს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო
„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველოდან ბელარუსში ექსპორტზე გადის ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია როგორიცაა: მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, თხილი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. დღევანდელი ღონისძიება ორივე მხარის ბიზნეს წრეების დაახლოების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ქობულია შეხვედრას საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის სიტყვაში საქართველო-ბელარუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია და დივერსიფიკაცია. მან ბელარუსის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. „ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად. განხორციელებული რიგი რეფორმების შედეგად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დაწყების კუთხით და ა.შ.", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბელარუსული კაპიტალით შექმნილი 70-მდე კომპანია საქმიანობს. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისა და ასევე, ერთობლივი საწარმოების გახსნის თვალსაზრისით, დღევანდელი ღონისძიება დამატებითი სტიმული იქნება ბელარუსული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. 2018 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ. აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)