|
2019-03-19 15:07:29, 1693 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს, ედვარდ იაუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობს. სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლო ბიზნეს-კავშირების დამყარებაა ქართველ პარტნიორებთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ- კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია, ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვა. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ-კონგს აქვს როგორც მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის" ფარგლებში. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც უახლოეს წლებში, ხელს შეუწყობს გაძლიერდეს საქართველოს როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში გამართული პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში" კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ დაინტერესებას და საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)