18:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 11:59:10, 1061 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო

„სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ანგარიშებში ასახული არ იყო არა იმიტომ, რომ თვალ ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სასაუბროდ, მედიის თავისუფლება კი იყო უკიდურესად შეზღუდული.

„მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა ამ პრობლემებზე საუბარი, იყო უკიდურესად შეზღუდული, ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში ეჩურჩულბდნენ. 

შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ მასიური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იყო ქვეყანაში და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცეები ამ ანგარიში არ ყოფილა.

მაშტაბი წამების, არაადამიანური მოპყრობს - არც ეს  მოხვედრილა ამ ანგარიშში, იმიტომ კი არა, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ  ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სალაპარაკოდ და თუ საიას მიაქცევდა და ერთი ორ ორგანიზაციას, ეს იყო მაქსიმუმი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics