|
2019-03-18 11:48:58, 1125 ნახვა
პოლიტიკა
„ენმ-ს სჭირდება ადგილზე ლიდერი“ - მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა სააკაშვილის თქმით, მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს. „მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება სხვადასხვა საზოგადო ფიგურის, პოლიტიკური პარტიების, ძალების. საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის , მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა პიროვნებებზე, არამედ - პრინციპებზე, რაცაა საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასეც იქნება, მაგრამ ამაში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქვს ასევე კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ამ მომავლის დროც დადგეს, საჭიროა მუდმივი განახლება და პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის შეცვლა. როგორც არასდროს, პარტიაში ახალი ხალხის მოსვლა და მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობაა საჭირო. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი: მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ციხეშია, სულ ახლახანს დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. ეს რომ გადაილახოს, უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც ერთი დღით არ შეაჩერებს ამ ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)