19:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 16:20:18, 1225 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე

ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ოპოზიცია მივიდა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, ხელისუფლების პოლიტიკის და დაუსჯელობის სინდრომის შედეგია.

"პირველ რიგში მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია. ეს არის მათი ტრაგედია და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სამწუხაროდ, მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას, კონკრეტული ადამიანები ჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე, როცა საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები, საქართველოსი არ ეშინიათ მის მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს პირველ რიგში. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს, როცა მის შვილებს კლავენ, ხელისუფლება კი იმდენსაც არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ ნორმალურად მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა თავს ქვეყანას და ამ ოჯახებს. შეუძლებელია კავკასიაში ქვეყანამ იარსებოს თავმოყვარეობის და პატივისცემის გარეშე და ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება არის ეს - ჩვენ დავემგვანეთ ქვეყანას, რომელსაც მეზობლები, პარტნიორები აღარ სცემენ პატივს და მტრებს მისი არ ეშინია. როცა ასეთი რაღაცეები ხდება, ქვეყნის მთავრობა მოვალეა დაიცვას მოსახლეობის და მოქალაქეების სიცოცხლე, საკუთრება, ოჯახის წევრები და ღირსება. დაიცვას პროპორციულად, სამართლიანად და ადეკვატურად. ხაზს ვუსვამ - თუ ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ადამიანებს გვიკლავენ, ხელისუფლება მოვალეა ყველაფერი გააკეთოს რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება, რაც არ უნდა მძიმედ, პროვოკაციულად და არაპოლიტკორექტულად უნდა ჟღერდეს ეს. თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს - ის უნდა წავიდეს. საქართველო ვერ იარსებებს კავკასიაში, ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. ეს საკითხი უკვე ამ ჭრილში განიხილება და ასე დგას ქვეყნის მოქალაქეების მიერ და სამწუხაროდ ასე არ დგას მისი ხელისუფლების მიერ", -განაცხადა უგულავამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics