|
2019-03-16 15:12:24, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ბესელია-ფოფხაძის გამოუცხადებლობას უპასუხისმგებლობად აფასებს
ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს, როდესაც პროექტის ინიცირება ხდება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სხდომაზე არ ცხადდება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგის მიხედვით, მათი კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტს უკავშირდება. „დღის წესრიგით გვაქვს განსახილველი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი, სადაც მომხსენებლები არიან ქალბატონი ეკა ბესელია და ბატონი გედევან ფოფხაძე. ამ დროისთვის მათი მხირდან არ წარმოდგენილა არანაირი ობიექტური საფუძველი, რის გამოც აქამდე ვერ გამოცხადდნენ. ალბათ მეტი პასუხისმგებლობა მართებს პარლამენტის წევრს, როდესაც პროექტის დაინიცირება ხდება და გაქვს სურვილი, საზოგადოებას გააცნო, ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ ცხადდები და არ ასრულებ იმ პასუხიმსგებლობას, რომელიც გაკისრია პარლამენტის წევრს. იმედს ვიტოვებ, იქნებ მოვიდნენ და ამ საკითხს ისევ მივუბრუნდეთ, თუ არა და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ანრი ოახანაშვილმა. შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუშინ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ინიცირებიდან სამ დღეში საკითხის განსახილველად სხდომების ჩანიშვნა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა, რადგან მისთვის არასამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა მიუღებელია. „ეს კანონპროექტი, ისევე როგორც კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, ერთ დროულად დარეგისტრირდა ორშაბათს. გასულია სამი დღე და არ ვიცი ეს მოკლე დროში მზად ვართ რომ განვიხილოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ? მგონი ჯობდა მეტი დრო დაგვეთმო ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კომიტეტი არ არის, თუმცა წამყვანმა კომიტეტმაც ამის განხილვა შაბათს, არასამუშაო დღეს ჩანიშნა. ასეთი პრაქტიკა მე არ მახსენდება, რომ შაბათს ჩაგვეტარებინოს სხდომები. ცუდად ჩანს ეს ყველაფერი განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ, რომელმაც ბოლო ორ თვეში ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნუ გავაუბრალოებთ და გავამარტივებთ იმას, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გამოიწვია ასეთმა დამოკიდებულებამ. იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო სამუშაო დღეს, ასევე დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებსაც. ჩვენც ვაგზავნით ვენეციის კომისიაში ჩვენს პროექტს ორშაბათს“, - აღნიშნა ბესელიამ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)