|
2019-03-16 14:14:15, 1559 ნახვა
პოლიტიკა
„ეს კანონპროექტი არის სისულელე“ - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მდინარაძე და კახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის შესახებ „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტს განიხილავენ, ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კანონპროექტს დეპუტატებს ოთარ კახიძე აცნობს. ხმაური კანონპროექტში წარმოდგენილ კონკრეტულ პუნტქს მოჰყვა, სადაც საუბარია, თუ ვის აქვს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უფლება და რა შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული კანდიდატის დაბლოკვა. „საბჭოს თითოეულ წევრს აქვს კანდიდატის წარდგენის უფლება და საბჭოს მთელ შემადგენლობას, სრული კონსესუსით აქვს კანდიდატის დაბლოკვის უფლება. ანუ, ნომინირების წყაროც საბჭოა, მისი ყველა წევრი და არა რომელიმე ერთი წევრი. რაც შეეხება დაბლოკვას, კოლეგიურ ორგანოს აქვს უფლება, რომ ეს კანდიდატურა დაბლოკოს, ოღონდ უნდა იყოს სრული კონსესუსი ამისთვის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ამის შემდეგ მას კითხვით მმართველი გუნდის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მიმართა: „ერთმა წარადგინა, მაგრამ საბჭოს სრული შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი დაეთანხმა, ანუ ორია თანახმა, ხომ წარედგინება კანდიდატურა პარლამენტს?“. საპასუხოდ კახიძემ აღნიშნა, რომ საბჭოს წევრმა თუ დაასახელა კანდიდატურა, ის მიდის პარლამენტში, მაგრამ საბჭოს შეუძლია, ეს კანდიდატურა დაბლოკოს. „დაბლოკვას თუ დაეთანხმა სრული შემადგენლობა დაიბლოკება. მე არ მესმის თქვენი გააფრთრებული წინააღმდეგობა“, - მიმართა კახიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. კახიძის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და იგი ტყუილში დაადანაშაულა: „კანდიდატურების განხილვა კი არა რომ მატყუებ ის არ მინდა. შენ ცდილობ მე მომატყუო და ხალხს რას უშვები წარმოიდგინე. ორი დღეა ატყუებ დეპუტატებს. ეგეთი მანიპულაცია არ შეიძლება“. კახიძემ ამის შემდეგ განაცხადა, რომ „მამუკა მდინარაძეს და მმართველ გუნდს 7 წლის განმავლობაში ტყუილის მეტი არაფერი უკეთებია“, რის გამოც ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. „შენ ტყუილებზე ნუ ლაპარაკობ, შეგახსენებ მთელ შენ პერიოდს და არ გვინდა ამაზე საუბარი. აქ რო შეკვეთებზე ლაპარაკობ, 2012 წლამდე არგუმენტებით რო მელაპარაკები 2019 წელს და მერე ესე თამამად რომ ლაპარაკობ, არ გინდა. არ უნდა მოგვატყუო. 10 წუთია გეხვეწება კაცი და სიმართლე ვერ გათქმევინა. სიმართლეს როგორც კი იტყვი მიხვდები რომ სისულელა ეს კანონპროექტი. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის არის შეურაცხმყოფელი, რასაც აკეთებ. ეს სიულელე არ უნდა გამოვიდეს სხდომაზე. იყვირეთ მურუსიძე-ჩინჩალაძე რამდენიც გინდათ, მაგრამ ამას ნუ მომიტანთ აქ, სისულელე ხომ გწყინს ? ეს არის სისულელე. ეკა ბესელიამ რამდენიმე გვერდი მაინც დაწერა, რომ იმაზე მერე პოლიტიკური მანიპულაციები განეხორციელებინა, თქვენ ეგეც დაგეზარათ. დაწერეთ ორი წინადადება. ეს არ არი კანონი“, - მიმართა მდინარაძემ კახიძეს. საპასუხოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა. „ბევრჯერ თუ გაიმეორებ სისულელეს თვითონ გამოჩდები სულელად. რამდენჯერ უნდა გაიმეორო. პროექტი რომელზეც შენ გაქვს ხელი მოწერილი, მაგაზე რო დავიწყო რომ სისულელე და ბოდვაა, გესიამოვნება? რასაც ეხლა კადრულობ, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ჯერ ერთი კოლეგები ვართ, პარლამენტში ვართ, მართლა სასამართლოს მართავს ერთი კლანი. ხო არ გგონიათ რო ეს ქვეყანა ჭურში ზის?! მურუსიძე-ჩინჩალაძე არ გაინტერესებს კი არა ეგ გაინტერესებს ზუსტად, მაგიტო შემოხვედი აქ და ეს შოუ მოაწყვე, რომ ეს გარიგება, რომელიც შედგა ივანიშვილსა და მურუსიძე-ჩინჩალაძეს შორის, გაამართლო. კლანი ხართ ზუსტად“, - მიმართა კახიძემ მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა სხდომა ამ დრომდე კამათი ფონზე მიმდინარეობს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)