|
2019-03-16 10:39:44, 1118 ნახვა
პოლიტიკა
მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მიიღო მონაწილეობა
„მერების შეთანხმების“ ხელმომწერი საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და შეთანხმების მხარდამჭერების მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. „ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რაც მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კლიმატის პოლიტიკის განხორციელებას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ენერგოეფექტურობის განვითარებას, ტრანსპორტითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას. „იმედი მაქვს, გავაუმჯობესებთ არსებულ პრაქტიკას და განვსაზღვრავთ სწორ პოლიტიკას, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ჰაერში. EU4Energy არის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში და შემდეგ დანერგვაში, რაც არსებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)