|
2015-06-21 15:31:34, 961 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: დაზარალებული მოსახლეობის საკრედიტო ვალდებულებების სრული სია, რამდენიმე დღეში გვექნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმ საკრედიტო ვალდებულებების სრული სია, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია, რამდენიმე დღეში ექნებათ. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საუბარია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე. „რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება სრული სია იმ საკრედიტო ვალდებულებების, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება გაკეთდა.აღარ მინდა, რომ რაიმე სახის დამატებითი განცხადება გავაკეთო. ამ ეტაპზე საუბარია სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე, მაგრამ დაველოდოთ რამდენიმე დღე, ბანკები თვითონ გააკეთებენ განცხადებას“, აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარი ლარის კურსზზეც გააკეთა. გიორგი ქადაგიძე ზაფხულში ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელოდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)