|
2019-03-15 15:10:45, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ის გარემოება გააპროტესტა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომა ხვალ, არასამუშაო დღეს გაიმართება. „მიუხედავად იმისა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არ არის წამყვანი, სავალდებულო კომიტეტია, მაგრამ სავალდებულო კომიტეტებისთვისაც გავზარდეთ ჩვენ ვადები, ერთ-ერთი ბოლო ცვლილება იყო, რომელიც ერთად მოვამზადეთ, რადგან ისეთი საკითხები, რომელსაც ცოტა მეტი სერიოზულობა ჭირდება, არ იხილებოდეს შემოსვლიდან სამ დღეში. ეს კანონპროექტი, ისევე როგორც კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, ერთ დროულად დარეგისტრირდა ორშაბათს. გასულია სამი დღე და არ ვიცი ეს მოკლე დროში მზად ვართ რომ განვიხილოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ? მგონი ჯობდა მეტი დრო დაგვეთმო ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კომიტეტი არ არის, თუმცა წამყვანმა კომიტეტმაც ხვალ ჩანიშნა ამის განხილვა, შაბათს, არასამუშაო დღეს. ასეთი პრაქტიკა მე არ მახსენდება, რომ შაბათს ჩაგვეტარებინოს სხდომები. ცუდად ჩანს ეს ყველაფერი განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ, რომელმაც ბოლო ორ თვეში ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნუ გავაუბრალოებთ და გავამარტივებთ იმას, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გამოიწვია ასეთმა დამოკიდებულებამ. იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო სამუშაო დღეს, ასევე დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებსაც. ჩვენც ვაგზავნით ვენეციის კომისიაში ჩვენს პროექტს ორშაბათს“, - აღნიშნა ბესელიამ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)