|
2019-03-14 23:27:04, 1108 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა
„უვიზო მიმოსვლა გახლავთ ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარი მას სჭირდება გაფრთხილება. რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაქვს", განაცხადა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს. მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებული ფუნქციონირების მიზნით, ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან და მყისიერად ახდენს რეაგირებას ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპელი პარტნიორების მხრიდან, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს მთავრობის მიერ გატარდა ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია. „გარკვეულ ქვეყნებში შეიმჩნევა თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ვახდენთ მყისიერ რეაგირებას როგორც საკანონმდებლო ინიციატივების და საინფორმაციო კამპანიების ისე შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. და აქ მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა და მხარდაჭერა, რათა მოხდეს ყველა შესაძლო ბერკეტის ამუშავება, რათა მოხდეს როგორც საკომუნიკაციო, ისე პრევენციული მექანიზმების ამოქმედება," - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა 1 მარტის სამთავრობო სხდომაზე წარდგენილი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებითი პრევენციული ნაბიჯებს გულისხმობს ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში სოციალური ქსელების საშუალებით სამწუხაროდ ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოძიებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ყველა მხარის და აქტორის ჩართულობა და ყველა შესაძლო ბერკეტის ამუშავება იმისათვის, რომ მოხდეს სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე: „მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების მხრიდან საკითხის სიმწვავის სრულად გაცნობიერება. აქ გვჭირდება ყველას ჩართულობა, რომ გამოვიყენოთ ყველა გამოსვლა და მივიტანოთ საზოგადოებამდე სწორი გზავნილი, რომ ფუჭია ყველა მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მსგავსი მცდელობა მხოლოდ მათ ინტერესებს დააზიანებს, რადგან თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელსაც ეს მექანიზმი გააჩნია, უკვე შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ ნუ დახარჯავენ სახსრებს რადგან ეს მხოლოდ მათ ინტერესებს დააზიანებს",- განაცხადა ზალკალინმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)