|
2019-03-14 18:20:02, 1670 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ „ტოშიბა“-ს საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა
იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „ტოშიბა" - ს უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ქართულმა მხარემ „ტოშიბა" - ს პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს. შეხვედრაზე „ტოშიბა" - ს მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბა" გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)