18:03 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 19:31:18, 1111 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე: თუ კვარაცხელიას დაღუპვაში ოკუპანტების მხრიდან დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება

თუ ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაში საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ ფარგლებში, გერმანელ კოლეგებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს. ეთნიკური ქართველები, ყოველდღიურად ხდებიან დევნის და ძალადობის მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკაშირებით, ბუნებრივია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. ამაზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება. ჩვენი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში,  გერმანელ კოლეგებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული რეალური ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგომა და მათი მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებაა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics