|
2019-03-13 17:21:04, 1613 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში „APLF” მიიღებს მონაწილეობას. სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „გეფერინი“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)