|
2019-03-13 16:58:52, 1144 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: მოსამართლეებზე კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია თავის დასკვნას სწრაფად მოამზადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი შეფასებების კუთხით, განსაკუთრებით, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებების შეფასების კუთხით, ვენეციის კომისია ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოა. „ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას. წლებია, მათ შორის, მართლმსაჯულების თემებზე დასკვნებს ამზადებენ. ვენეციის კომისიამ, როგორც კი ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მაშინვე გამოხატა მზაობა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს თავის დასკვნას. რამდენიმე მთავარი პრინციპია, რაც გვაქვს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ეს არის ყველა ეტაპზე გამჭვირვალე პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოს შერჩევის ეტაპზე, ასევე პარლამენტში. ასევე, პროცესი ითვალისწინებს კონკურენტულ ღია შერჩევას და ხანგრძლივ პროცედურას. სხვა კანონპროექტებზე ისინი დასკვნას არ მოამზადებენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ვენეციის კომისია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე ამზადებს ოფიციალურ დასკვნას. „არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა პროექტს მიაწოდებენ, გაეცნობიან, შეიძლება, გაითვალისწინონ კიდეც დასკვნაში, მაგრამ დასკვნას მოამზადებენ იმ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გაგზავნილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)