18:03 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 16:41:01, 1054 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიის გზავნილი მნიშვნელოვანია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის გზავნილი მნიშვნელოვანია, იმ მიზეზით, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. როგორც მან აღნიშნა,კომისიამ ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ პრინციპის ერთგულება სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულებას ნიშნავს.

​„ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, საკუთარი საექსპერტო მოსაზრებები წარმოადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ ​კანონპროექტზე, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ვენეციის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად არიან, ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ ექსპერტული დასკვნა.

​ასევე, საინტერესოა ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის მხრიდან შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არის გარანტი, სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი; მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პრინციპი პირდაპირ უზრუნველყოფს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას. სწორედ ეს პრინციპი უნდა იყოს გატარებული და შენარჩუნებული ბოლომდე კანონმდებლობით.

მნიშვნელოვანი გზავნილია პარლამენტის ყველა წევრისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვინც არის ჩართული ამ პროცესში, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი არის მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ პრინციპის ერთგულება ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics