2019-03-12 22:29:17, 1289 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ცუდად გახდა
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცუდად გახდა და ამის გამო ვერ დაესწრო პარლამენტარიზმისთვის მიძღვნილ 100 წლის იუბილეს.
„გასვლის მომენტში შეუძლოდ გახდა. იმის გამო, რომ ხვალ სომხეთში ოფიციალური ვიზიტი აქვს დაგეგმილი, თავი შეიკავა წასვლისგან. ხვალ პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში აუცილებლად შედგება.“ - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
დღეს პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.
ავტორი: ,