|
2019-03-12 13:21:05, 1314 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ კაკულიების გუნდში
„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი და არის ჩემი მეუღლე და შვილი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდში უთანხმოება შეწყალებას ან პენიტენციური სამსახურის ფუნქციებს უკავშირდება. „იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი იყო, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ვმსჯელობთ. გუშინ საღამოსაც მქონდა მე პირადად დისკუსია და იმედი მაქვს, ეს თემა ძალიან მალე დაიხურება, იმიტომ რომ, ხვალ უკვე მე ვგეგმავ, ქალბატონ საქართველოს პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს. ეს არის მინისტრის და სამინისტროს უფლებამოსილებების თემა, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, მქონდეს იმედი, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება, თუმცა ვნახოთ, დღეს როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აღნიშულ საკითხზე, წულუკიანმა უპასუხა, რომ მასთან არ უსაბრია. „არ შემიწუხებია ამ თემაზე“, – აღინიშნა წულუკიანმა. ასევე მანვე აღნიშნა, რომ ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო, ამ თემაზე საჯაროდ არ ისაუბრებდა, „თუკი ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი და არის ჩემი მეუღლე და შვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არცერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ „ქართლი ოცნების“ ამომრჩეველი ვიქნები“, – განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, როგორ გადაწყდება მისი თანამდებობაზე ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, თეა წულუკიანი უახლოე სმომავალში არ აპირებს. „როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას და თქვენ, რა თქმა უნდა, მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისუაბრებდი ღიად, აზრთასხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. მეშვიდე წელი დაიწყო, რაც არცერთი კომენტარის დროს მე თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს. რახან იყო სიმართლე, დაგიდასტურეთ“, - მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)