05:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 12:19:41, 1576 ნახვა

ეკონომიკა
კორეა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სპეციალურ დელეგაციას ქმნის

საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კორეული მხარე სპეციალურ დელეგაციას ქმნის, - ამის შესახებ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ქობულიამ  კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერის საკითხი იყო.

კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰის განცხადებით, მისი სურვილია, კორეულ საზოგადოებას ქართული პროდუქცია გააცნოს.  „მე აქამდეც კარგად ვიცნობდი ქართულ პროდუქციას და ვიცოდი თქვენი კეთილი ნების შესახებ, განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ახლა უკვე ისიც ვიცი, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქტი. მე მინდა  ჩვენს საზოგადოებას ქართული პროდუქცია გავაცნო", - აღნიშნა  მან.

 როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სპეციალური დელეგაციის შექმნის საკითხის განხილვა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და კორეის ვაჭრობის მინისტრს შორის უკვე დაწყებულია. „ვეცდები, რომ კორეის დელეგაცია საქართველოს წლის ბოლომდე ესტუმროს. ამგვარი დელეგაციების ვიზიტი, შეხვედრები, ქართული კომპანიების კორეულ გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას და ზოგადად, ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics