17:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 11:54:27, 1095 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ

 „თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის შესაძლო გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან და შესაბამისად ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ და ასეთ რეჟიმში წარიმართება, რა თქმა უნდა, პროცესი. იქნება რა თქმა კომუნიკაცია პირველ რიგში მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის არსებითად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics