|
2019-03-12 11:14:06, 1615 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები ჩვენს მწარმოებლებს მეტ ბიძგს მისცემს
კორეაში ვიზიტის მეორე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრ ჰონგ ჯონგ-ჰაკისთან და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰისთან. ორივე შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერა წარმოადგენდა. „ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ განვითარდნენ და თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენაზე IGF (Import Goods Fair), რომელშიც მონაწილეობენ კორეელი „ბაიერები" და ფორმდება კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნების მწარმოებლებთან კორეულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების კუთხით. კორეულმა მხარემ ქართველი მწარმოებლები წლევანდელ გამოფენაზე მოიწვია, რომელიც კორეაში ივნისში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლები სხვადასხვა სექტორებიდან შეძლებენ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია. „პროფესიონალი „ბაიერები" შეარჩევენ პროდუქციას კორეაში იმპორტისთვის, პირველ რიგში, ლაპარაკია ღვინოზე, თაფლზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე და სხვ." - განაცხადა გიორგი ქობულიამ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩართულობით, კორეის იმპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, რომლის დროსაც ისინი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს შეისწავლიან.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)