|
2019-03-11 20:09:12, 2155 ნახვა
ეკონომიკა
საზაფხულო რჩევები: როგორ შევიძინოთ გასაბერი აუზები იაფად?
ზაფხულამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ გადავწყვიტეთ წინასწარ შეგამზადოთ სეზონის ყველაზე პოპულარული შესყიდვებისთვის და მოგცეთ რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძინოთ ზაფხულის მთავარი და ბოლო წლებში ძალიან მოთხოვნადი გაგრილების საშუალება - გასაბერი აუზი. აღნიშნული პროდუქტის პოპულარობა ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ ორი მსოფლიოში ძალიან ცნობადი ბრენდის, Bestway-ს და Intex-ის გამოჩენამ განაპირობა და ვინაიდან კარკასულებისგან განსხვავებით გასაბერი მოდელების ფასი შედარებით დაბალია, როგორც ინტერნეტ მაღაზიებში, ისე სტანდარტულ შოურუმებში ზაფხულის სეზონის გაყიდვების ჰიტი სწორედ გასაბერი აუზები გახლავთ ხოლმე. ჩვენს მიერ ჩატარებული მცირე კვლევის შედეგად, რომელიც შარშანდელი ზაფხულის ფასებს ეფუძნება, თუ გსურთ გასაბერი აუზები იაფად იყიდოთ, უმჯობესია ინტერნეტ მაღაზიებს მიმართოთ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
დამატებითი რჩევის სახით გეტყვით, რომ ყიდვამდე აუცილებლად გადახედეთ მომხმარებელთა მიერ დატოვებულ კომენტარებსა და მიმოხილვებს, დეტალურად დააზუსტეთ აუზის პარამეტრები, მასალა, ზომები და მოხმარების პირობები, შეათანხმეთ მიტანის დეტალები და უკან დაბრუნების პირობები. R
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)