|
2019-03-11 19:32:25, 1717 ნახვა
ეკონომიკა
წიაღის სექტორში 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება
სამთომოპოვებით მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს, ხოლო 34%-ით - 2016 წლის მონაცემებს - ეს მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. „საქსტატის" ინფორმაციით, დამამუშავებელ მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 44%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 13%-ით 2016 წლის მონაცემებს. ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის შეფასებით, პოზიტიური მოლოდინებია 2019 წელსაც. „ეს განპირობებულია გასულ წელს წიაღის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიებისა და არსებული მომპოვებელი კომპანიების მიერ მოსაპოვებელი მარაგების ზრდით. 2018 წელს უკვე გაცემული ლიცენზიების შესაბამისად, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 130 მლნ ლარზე მეტს. სამთომოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკას განაპირობებს წიაღის სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები - გეოლოგიურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, წიაღის შესწავლის სამუშაოების სტიმულირების მიზნით საწყისი სააუქციონო ფასის შემცირება და ა.შ" - აცხადებს ზავრაშვილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში არიან წიაღის მომპოვებელი შემდეგი კომპანიები - შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო" (დამამუშავებელი მრეწველობა), სს RMG Copper (სამთომოპოვებითი მრეწველობა), შპს „ჯორჯიან მანგანეზი" (დამამუშავებელი მრეწველობა).
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)