|
2019-03-11 18:21:11, 1701 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: გვსურს, კორეულ ბიზნესს ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გავაცნოთ
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ვიცე-თავმჯდომარეს ჯუდონგ კიმს შეხვდა. აღნიშნული პალატა კორეაში უძველესი და უმსხვილესია და აერთიანებს 73 რეგიონულ პალატასა და 100-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობაც ვაჭრობასა და ინდუსტრიას უკავშირდება. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მისი დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული მხარის ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით. „პალატის ვიცე-თავმჯდომარემ აღგვიქვა დახმარება და მხარდაჭერა კორეასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში, ასევე საქართველოში კორეული ბიზნესის ჩამოყვანაში. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას საქართველოში, სადაც ჩამოვლენ კორეელი ბიზნესმენები. აღნიშნული ფორუმი დაგვეხმარება, რომ კორეულმა ბიზნესმა ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გაიცნოს და ადგილობრივ ბიზნესწრეებთან კონტაქტები დაამყაროს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა კორეის საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების ხელშეწყობის კორპორაციაში. გაერთიანება ახორციელებს კორეული კომპანიების მხარდაჭერას მათ მიერ საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)