17:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 15:15:27, 1374 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის განწყობას უპასუხოს, საჭიროა დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ დეპუტატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილება გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების დამზადებას.

 „ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ, ყველა კარგად დაინახავს რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვაზღვევთ იმ რისკებს უზენაეს სასამართლოში არ მოხდეს ისეთი მსამართლეების არჩევა, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება უნდობლობა. ორი კანონპროექტის შედარებით [ბესელიას და კობახიძის კანონპროექტები], ნათელია, რომ ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება გარანტირებული, რომ იუსტიციის საბჭო ვერ დაბლოკავს იმ იმ ადამიანებს და კანდიდატებს, რომელთა მიმართ ექნება საკუთარი ინტერესი, პარლამენტს წარუდგენს გრძელ სიას, ხოლო პარლამენტს ექნება მთავარი მანდატი დაიწყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი ამ მოსამართლეთა ასარჩევად. მეორე კანონპროექტი, რომელიც დღეს კობახიძის კაბინეტის სახელით დაინიცირდა, ამ ინიციატივას რეალურად უკან უდგას იუსტიციის საბჭო, ის მოსამართლეთა ჯგუფი, რომლის ინტერესია მართლმსაჯულება განკარგოს, როგორც პირვატული სფერო და აშკარად იკითხება რომ ეს კანონპროექტი ვერ უძლებს  ვერანაირ კრიტიკას. კიდევ უფრო დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ ამ დღეებში, სადაც თქვენ დაინახავთ რომ ძალიან დიდია განსხვავება ჩვენს კანონპროქტსა და კობახიძის კანონპროექტს შორის. ეს არის აბსოლუტურად შავი და თეთრი, ცა და დედამიწა. ეს არის ისეთი ტიპის სხვაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დააყენებს ყველას ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით არჩევანის წინაშე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელია ასევე აპირებს კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართოს, რათა  მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მომავალშიც მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხს დააზღვევს.

ამასთან, ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ან 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა სჭირდება.

„მე დღეს მინდა ახალი ინიციატივა გავახმოვანო და ამ ინიციატივის შესახებ ვუთხრა საზოგადოებას. თქვენ იცით რომ პარლამენტში ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა მოსამართლეთა არჩევის წესის გადახედვას და არა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას. პარლამეტმა არ დაუჭირა მხარი იმ საბაბით, რომ თითქოს ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო საბაბი და არა მიზეზი. ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის და საზოგაოდების ძალიან დიდ ნაწილს შეეხმიანოს და ჩვენი მოსახელობის განწყობას უპასუხოს, დავიწყოთ ამ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების დამზადებას, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმება გარანტიები იმისა, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა არჩევის საკითხი არ დადგება დღისწესრიგში. ამიტომ შემდეგი კვირიდან მე ვიწყებ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს, ამ კონსულტაციების მიზანია, რომ კონსტიტუციის თანახმად, მოსამრთლეთა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე ისეთ შინაარსს ჩადებს რომ არ მოხდეს მცდარი გადაწყვეტილების მიღება და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხება ეს ცვლილება. ჩვენ გვჭირდება 76 ხმა საქართველოს პარლამენტში, იმისთვის კონსტიტუციური ინიციატივა იყოს დარეგისტრირებული, ან 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. ამიტომ ჩვენ ორივე გზას დავადგებით, ამ კონსულტაციების მიზანი იქნება შეგროვდეს საქართველოს პარლამენტში, ვინც ამ ინიციატივას მოაწერს ხელს და პარალელურ რეჟიმში, იმისთვის რომ დავაზღვიოთ, თუკი ვერ მოგროვდება საქართველოს პარლამენტში 76 დეპუტატი, ჩვენ შევაგროვებთ 200 ათასი ამომრჩვლის ხელოწერას და ამ კონსტიტუციური  ცვლილების ინიცირებას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics