|
2019-03-11 12:55:52, 1650 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონში ქვევრის ღვინო წარადგინეს
10-11 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,"RAW WINE" იმართება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ. გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი მწარმოებლები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ნათენაძის ღვინის მარანი", „შატო ხაშმი", „მეღვინეობა ველინო", „ნიკალას საოჯახო მარანი", „ახმეტის ღვინის სახლი", „მეღვინეობა ანაპეა", „ალექსანდრეს ღვინის მარანი", „ბაიას ღვინო" და „მეღვინეობა ართანა". გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან. საქართველო ,,RAW WINE"-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობას. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)