2019-03-11 11:21:20, 3164 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ინტერნეტის თავისუფლების აქციზე პოლიციამ ფრანები უპილოტო მფრინავ აპარატად მიიჩნია
მოსკოვში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში ინტერნეტის თავისუფლებისთვის საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე 16 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ მოძრაობა "გაზაფხული" იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პოლიციამ მათ, აქციის დაწყებამდე მონაწილეებს ფრანები ჩამოართვეს, რადგან პოლიციამ ჩათვალა რომ ფრანი უპილოტო მფრინავი აპარატია. ამ მიზეზით აქციაზე ასობით ადამიანი არ დაუშვეს.
რუსმა სამართალდამცველებმა აქციის დაწყებამდე 15 ადამიანი დააკავეს.
სულ სხვადასხვა ქალაქებში ინტერნეტის თავისუფლების აქციაში 50 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ავტორი: ,