16:22 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-10 18:47:35, 1395 ნახვა

პოლიტიკა
პარტიას „კანონი და სამართალი“ თაკო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს -ექსპრესვიდეო

დღეს ახალი პარტიის - „კანონი და სამართალი“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი იქნება.

თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტია იმუშავებს ანტიკორუფციულ კანონზე და ეს მისი მთავარი მიზანია. მისივე განცხადებით ქვეყანა იმართება რუსული კორუფციული მეთოდით და ეს უნდა დასრულდეს.

„ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ ჩემი ქვეყანა "მოთაგა," დაიბევა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics