16:22 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-09 12:23:22, 1491 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ სახიფათო შედეგები გამოიღო

„საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ და მათთან თანამშრომლობამ ძალიან საგანგაშო და სახიფათო შედეგები გამოიღო ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახიძე გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ზრდა ფიქსირდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ქურდობის, ძარცვის და ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის გარდა ფიქსირდება ყველაზე საშიში, ორგანიზებული ყაჩაღობის ზრდა. მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. სამწუხაროდ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს რომელიც იქნება მიმართული ამ უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საზოგადოება უკვე მიეჩვია  საინფორმაციო გამოშვებებში მძიმე კრიმინალური ქრონიკის მოსმენას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, ეს არის ვითარება რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. საფრთხეს უქმნის ჩვენ შვილებს, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლისსამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და მიმართული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან ამის მზაობას“, -  განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics