07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 09:36:22, 590 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი

ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან. ხადურის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, როგორც მსოფლიო ბანკისგან, ისე აზიის განვითარების ბანკისგან.

„მაგალითად, ევროკავშირი მზად არის 3 მილიონი ევრო გამოყოს სახლების მშენებლობისთვის. გარდა ამისა, არის სხვა მიმართულებები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოვიზიდოთ დაფინანსება, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს გრანტები, შეიძლება იყოს იაფი რესურსი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მილიონი დოლარის პრელოკაცია გააკეთოს საქართვლოში განსახორციელებელი ერთ-ერთი პროექტიდან. აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება, ის გაგრძელდება. ჩვენ შეიძლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით თბილისში დავიწყოთ რეაბილიტაცია და ამასობაში სამი თვის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი მზად არის, დამატებით 57 მილიონი დოლარის შეღავათიან ფინანსურ რესურსზე აწარმოოს მოლაპარაკება, რაც ასევე მოხმარდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენას. მსოფლიო ბანკი, USAID, სხვა ორგანიზაციები ასევე მზად არიან აქტიური მონაწილეობაა მიიღონ ვერეს ხეობის გეოლოგიურ კვლევაში. დღეს გავრცელდა აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომ ისინი მზად არიან როგორც გეოლოგიაში დაგვეხმარონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შერჩევაში და დაგვეხმარონ მის მშენებლობაში", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება იმას დაატყამს თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხადურის თქმით, ეკონომიკისთვის რთულია ასეთი სტიქიური უბედურებების გადატანა,

„თუმცა ხელისუფლება მზად არის, რომ მოიზიდოს დამატებითი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს შედარებით გაუმარტივებს აღნიშნულ სტიქიასთან ბრძოლას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics