|
2019-03-07 18:02:49, 1424 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიძე - 2008 წლის ომის შემდეგ, სებ-ის მთავარი მიზანი ფინანსური სექტორის გადარჩენა იყო
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა დასრულდა. მისი თქმით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა ორ საკითხს - რა ფუნქციები ჰქონდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს და ახსოვდა თუ არა TBC ბანკის 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს, ომის შემდეგ, ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი მიზანი ფინანსური სექტორის გადარჩენა იყო. „კითხვები ეხებოდა 2 საკითხს. პირველი - რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხვედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა, ეს აქტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზების გამო. 2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომაროების დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. მე ამაყი ვარ იმითი, რომ ამ პერიოდში ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც ფინანსური კრიზისის, ომის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეეების თანხიდან, ეს არის საზედამხედველო სამსახურის მთავარი ამოცანა. მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის თითოეულ თანამშრომელს, ვისი ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხერხდა ის, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა გადაურჩა ყველანაირ პრობლემას. შესაბამისად, 2008 წლის 2 სექტემბერს, კონკრეტული ბანკის, კონკრეტული შემოწმების აქტში, კონკრეტულად რა წერია, განსაკუთრებული მე ვერაფერი ვნახე“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)