|
2019-03-06 17:56:53, 1514 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გაუგებარია რა შუაშია ხაზარაძესთან და პოლიტიკასთან „ტვ პირველი“ და „არტარეა“ საკითხი?!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ თემაზე ბრიფინგი გამართა. თალაკვაძემ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ მასზე არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არის დატანილი. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროქტი არის სახელმწიფოებრივი პროექტი. „ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინაიდან მხარეს ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად და არის მუდმივი საუბარი რომ ხო არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ სხვა და სხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით. ობიექტურობისთვის, გამოძიების პარალელურად ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დაფმუძნებლებს საშუალება, რომ ღიად ესაუბრათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ღია ბრალდება ასევე, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილიც. ბუნებრივია, ჩვენი პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო, ეს წერილი უნდა ყოფილიყო სათანადო წესით წარმოდგენილი. დღეს უკვე აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი ამ მოცემულობით, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა და ვისგან იყო გამოგზავნილი - არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად, ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღი და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს. ასევე, თუ შინაარსში შევალთ, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან “ტვ პირველი”. რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან?! როგორც ვიცით, ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა სახის კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან. რა თქმა უნდა გვსურს კითხოთ “ტვ პირველის” ჟურნალისტებსაც აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი ან გავლენა ბატონ ხაზარაძეს მათზე? ვინაიდან ეს წერილი იქნა მოყვანილი მტკიცებულებად და მის შინაარსში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ, საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა? ასევე გაუგებარია, „არტარეა“ს საკითხიც - საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულადაც კი რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს. სახელმწიფო ასევე ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც თიბისი ბანკი. კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში. დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლის და გამოძიების შედეგებს და ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)