2019-03-06 14:27:10, 1581 ნახვა
პოლიტიკა
ქობულია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა შესაძლოა დატოვოს
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საკადრო ცვლილებებს და მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ქობულიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ მართალი საქმის სამსახურს აგრძელებს.
„როგორც ხედავთ, აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები მართალ საქმეს და ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ამ ჭორებს. მაგრამ მე ამ სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამ, სანამ აქ ვარ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ავტორი: ,