|
2019-03-06 11:33:16, 1581 ნახვა
ეკონომიკა
თებერვლის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625,236 მგზავრს მოემსახურა. რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი). თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ). ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112% მეტია. (2018 წლის 2 თვე 48,859). ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა. რაც 87% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 107 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 27 მგზავრი 3 რეისი მგზავრების ზრდა 30% ). ჯამში, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი - 497).
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)