15:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 20:01:44, 1489 ნახვა

პოლიტიკა
მოგერინი კარასინზე: ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა მხარეს უნდა ირჩევდეს

"ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროფასა და რუსეთს შორის უნდა აირჩიოს. 

მოგერინის მტკიცებით, ევროკავშირთან პარტნიორობა სხვა ქვეყანასთან ცუდი ურთიერთობის დამყარებას არ გულისხმობს. 

„საკმაოდ მკაფიოდ აღვნიშნე რა პასუხისმგებლობა გააჩნია ევროკავშირს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცულობის კუთხით. რამოდენიმე ინიციატივა არსბეობს, მათ შორის არის მონიტორინგის მისია და დიპლომატიური ჩართულობაც ჟენევის საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში. ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველთვის ვაყენებთ სხვადასხვა დონეზე. მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ, როგორც დღეს ვახსენეთ, სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე ვისაუბრეთ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით, ხალხთაშორისი ურთიერთობები არის გადამწყვეტი, შერიგების პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოს უკავშირდება, არამედ ყველა ჩვენ კონფლიქტს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს. მეგობრობა, პარტნიორობა, ევროკავშირთან სიახლოვე არ გულისხმობს ნაკლებ მეგობრობას რომელიმე სხვა ქვეყანასთან. პარტნიორობა ევროკავშირთან არის თავსებადი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, იქ მთავარია, რომ მიმზიდველობა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის, თორემ ჩვენ ხელის შემშლელი არ ვართ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics