15:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 19:41:26, 1458 ნახვა

პოლიტიკა
​ჰანი - ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც

ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული მოთამაშეა.

როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც.

"მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა მანამდეც, მაგრამ დღეს აქცენტები გავაკეთეთ ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზწ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებითაც. განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესში. იმედია ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებით მოიქცევა რეფორმის ფარგლებში. ჩვენ ასევე წარმატებით განვახოციელებთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მის დარჩენილ გამოწვევებსაც გავუმკლავდებით. მაღალი დონი შეხვედრაზე, აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკურ ზრდაზე, განათლებაზე, შიდა უსაფრთხოებაზე და კიდევ უფრო დავაწინაურებთ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთსასარგებლო შედეგებისთვის. ის სტანდარტები, რომელიც გამოიყენება ჩვენი დაახლოებისთვის არის იმის გამოსაჩენად, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული მოთამაშეა. ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენებით გვაქვს საშუალება, რომ ეს გეგმები სისრულეში მოვიყვანოთ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics