2019-03-05 17:31:09, 1499 ნახვა
პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
6 მარტს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხებისა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივის განხილვა იგეგმება, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს ბიბილოვის და პუტინის რიგით მეოთხე შეხვედრაა.
ავტორი: ,