00:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:52:43, 348 ნახვა

პოლიტიკა
თედო კობახიძე უარყოფს ინფორმციას, რომ საკრებულოს წევრებისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭების თაობაზე, კანონპროექტი მომზადდა

"ქართული ოცნების“  იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე უარყოფს  საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წვერის სევდია უგრეხელიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა  იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს და შესაბამისი  კანონპროექტი უკვე შემუშავებულია.
 როგორც კობახიძემ  "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე არავითარი ცვლილებათა პაკეტი  მომზადებული  არ არის და საკრებულოს წევრებისთვის  იარაღის ტარების უფლების მინიჭების თაობაზე, მხოლოდ მოსაზრებები არსებობს.
ამასთან, თედო კობახიძე მიიჩნევს, რომ   ეს იდეა კანონპროექტად ვერ იქცევა, რადგან  მასთან დაკავშირებით,  ამ დროის მდგომარეობით, სერიოზული მსჯელობა არ მიმდინარეობს.
"როგორც კანონპროექტი, მსგავსი რამ არ არსებობს. რაც შეეხება გუშინდელ საკითხს, რაც სევდიამ "გაასაჯაროვა", ეს მხოლოდ მონახაზად შეიძლება მივიჩნიოთ, რასაც არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. დღეის მდგომარეობით, ასე ვთქვათ, მოსაზრებებზე საუბარი,  ვფიქრობ ჩემი მხრიდან სერიოზული არ იქნება, ანუ არავითარი პროექტი არაა. დღეის მდგომარეობით  მე რაც მაქვს მომზადებული, ეს არის: ხმაურის საკითხი, მედიკანენტების ანოტაციებზე და სასაფლაოების მოწყობაზე ვმუშაობ.ამ სამ კანონპროექტზედა იარაღებზე და ა.შ. ჯერ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან საუბარი",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" თედო კობახიძემ.
მისივე შეფასებით,  მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, სევდია უგრეხელიძემ ბოლო დღეებში მათ ხელისუფლებასთან დაკავშირებული თემების გადაფარვა სცადა.
"ახლა უფრო იმ საკითხებთან დაკავშირებით ვართ გადართული, რაც ქალაქში ხდება, ამ დღეებში მართლა მექნება ახალი კანონპროექტი წარმოდგენილი, რაზეც ბოლო ერთი კვირაა ვმუშაობთ და რაც ამ ამბავს და ჩვენი მოქალაქეების დაცულობას ეხება და არა საკრებულოს წევრების იარაღის ტარებაზე, ხვალ, ზეგ გავალ ბოლოში და იქით კვირას გავახმაურებ. რაც შეეხება სევდიას, მოძებნა რაღაცა თავის აზრით რითიც შეიძლებოდა მათი ხელისუფლების თემები გადაეფარა, რაღაც პოლიტიკური ჩაატარა, რასაც მე ბოლომდე ვერც ვხვდები რაში სჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში დღეს სხვა თემები მაქვს დასარეგულირებელი, იარაღებისთვის არ მცალია",-განუცხადა თედო კობახიძემ "ექსპრესნიუსს".
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს და "იარაღის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი  უკვე მომზადებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics